Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 86/02-01,10.04.2023 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) “ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის საფუძველზე” ვბრძანებ:

  1. 2022-2023  სასწავლო   წლის  გაზაფხულის   სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (40 949 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის.
  2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს წინა სემესტრში სტუდენტთა აკადემიური შედეგების, სამეცნიერო აქტივობების და შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე;
  3. სტუდენტთა აკადემიური შედეგების საფაკულტეტო რეიტინგული მონაცემები (ყველა  ჩაბარებულ  საგანში მინიმუმ  81 ქულისა და  მეტის  საშუალო არითმეტიკული) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით.
  4. 2022-2023  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრში  დაფინანსებული  თანხის ზუსტი პროცენტი, დაფინანსებული სტუდენტთა რაოდენობისა და გამოყოფილი

თანხის გათვალისწინებით, განისაზღვროს  შემდეგი თანაფარდობით:

ა)   აკადემიური   შედეგებისა   (95 - 100   ქულა)   და სამეცნიერო   აქტივობების

გათვალისწინებით, დაფინანსება  განხორციელდეს  სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 64.21 % -ით, კერძოდ 903 ლარის ოდენობით;

ბ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 95-100 ქულის შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 48.36 % -ით, კერძოდ 680 ლარის ოდენობით;

გ)  აკადემიური  შედეგებისა (90–94.9   ქულა) და სამეცნიერო   აქტივობების

გათვალისწინებით, დაფინანსება განხორციელდეს  სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 57.24 % -ით, კერძოდ 805 ლარის ოდენობით;

დ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 90-დან 94.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 40.53 % -ით, კერძოდ 570 ლარის ოდენობით;

ე) მხოლოდ აკადემიური შედეგების  81-89.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 32.00%- ით, კერძოდ 450 ლარის ოდენობით.

5. დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  N15/30, 12.04.2023 ბრძანებით დამტკიცებულმა კომისიამ;

6. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს.

7. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის (მაგისტრატურა) სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

8.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.